Wednesday, September 19, 2012

ცოცხი ცოცხის წილ

"ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი ჯობიაო" -  პრაქტიკაში ეს ანდაზა გუშინ ვნახე. 
როგროც ჩანს, თვალსაჩინოებამ ჩვეული აქტუალობა არ დაკარგა და საკმარისი გავლენა მოახდინა საქართველოს მოსახლეობაზე იმისთვის რომ უამრავი ადამიანი ქუჩაში გამოსულიყო მომხდარის გასაპროტესტებლად. 
 არ ვიცი ვისთვის იყო ეს შემზარავი ვიდეოები მოულოდნელი ან ახალი, აქამდე დროგამოშვებით თუ გავიგებდით წამებისა თუ სიკვდილის ერთეულ ისტორიებს მაგრამ ამ შემთხვევამ როგორც ჩანს ბევრს აუხილა თვალი და ადამიანური ბუნების ყველაზე არასასურველი ხასიათები გააცნო, ვიღაცას კი გაახსენა. გაახსენა რადგან სულ რაღაც ათიოდე წლის წინ, ბევრისთვის იყო ცნობილი რომ ციხესა და ზოგჯერ ჯარშიც, ვინც "ღირსი" იყო აფუჭებდნენ, ადრე ქურდები - ახლა კი მოძალადის მხარე შეიცვალა და წვალების  პრივილეგია გაველურებულ დარაჯებს აქვთ (შესაძლებელია მაღალჩინოსანთა თანხმობითა თუ დავალებით). 

   ყოველდღიური და პრაქტიკული ძალადობა, რომელიც ბევრს ცხოვრების წესად ჰქონდა, კვლავ აქტუალურია, ოღონდ სხვის ხელში. 
ჩემთვის სამწუხარო კი ის არის რომ დასასრულიც არსად ჩანს.
ესტაფეტა არ ჩერდება და დაახოებით 30 წლის წინ დაწყებული ეთნო-ნაციონალისტური, რელიგიური ქვეტექსტებით გაჟღენთილი ისტერია, სადაც "ჩვენ" (უმთავრესად ეთნიკური ქართველები) კეთილს განვასახიერებდით და "ისინი" (სსრკ) ბოროტს გრძელდება ოღონდ ლოკალურად, პარტიებს შორის. 
   ძალადობის სურვილს ახლა უკვე მომხდარის მაყურებლებიც გამოხატავენ, თანაც ქუჩაში გასვლა ან ტელვიზიასთან მისვლა საჭირო აღარ არის,  ფეისბუქის პოსტებითა თუ კომენტარებით შეგიძლია დააფიქსირო შენი სამოქალაქო პოზიცია და დაპოსტო რომ "ცოხცი ამათ დედებს უნდა გათხარო, რომ ასეთი კიდევ არ გაუჩნდეთ" არიან ისეთებიც ვინც მოძალადეების დასჯით არ შემოიფარგლა და მის მოსაზრებას თუ არ ეთანხმებიან აი რას სთავაზობს: "ვინც ფიქრობთ რომ ძალადობით არ უნდა უპასუხო, თქვენ უნდა გაგიკეთოთ ცოცხები და დუბინკები ტრაკში და მერე უპასუხეთ ცივილურად და წერილობითი საჩივრებით". მაგალითისთვის, ვიდეოს ვერ გადავიღებ მაგრამ კონკრეტულ შემთხვევას მოვივყვან: მე, რომელიც არ ვფიქრობ რომ დარაჯს იგივე უნდა გაუკეთო რასაც სხვას უკეთებდა, თეორიულად მაინც არიან მომხრეები რომ ტრაკში ცოცხი ან დუბინკა გამიკეთოს. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს და არ უნდა ვიკითხოთ, "სად გაიზარდნენ", "რა დედამ გაზარდა", ისინი ჩვენს ირგვლივ არიან, ჩვენთან ერთად ცხოვრობენ და ნურავინ დაიკვეხნის რომ იცის როგორ მოიქცევა კრიტიკულ ვითარებაში, თანაც როგორც ჩანს, ჩვენ ძალადობის წინააღმდეგი კი არ ვართ, ცოცხების ტრაკში გაკეთებას კი არ ვაპროტესტებთ, პირიქით, მისაღებია, უბრალოდ მხარე არ მოგვწონს და ვინც არ დაგვეთანხმება და ჩვენთან ერთად არ იქნება, ის ჩვენი მტერია...
   
ძალადობას კი უფრო ღრმა საწყისები აქვს და ადამიანის ცნობიერებასთან ერთად ურთულეს პრობლემას წარმოადგენს განვითრებულ სახელმციფოებშიც, სადაც უფრო ცივილური მეთოდებით უპირისპირდებიან და პროფესიონალების კონსულტირებით იწყება პრობლემასთან ბრძოლა. 1960 წლების ბოლოს შტატებში არა ერთი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი ჩატარდა ადამიანებში ძალადობის შესასწავლად და შედეგებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. აზრი რომ ადამიანები ვართ უზენაესი მორალური ქმნილებები უბრალოდ მცდარია, კვლევების ყველა შედეგი ამ აზრის უზუსტობაზე მიუთითებს. საქართველოში კი ზედაპირული დამოკიდებულების, ემოციების ამარა და პოლიტიკური ვაჭრობის საგნად არის გადაქცეული. ერთ დახურულ და მანკიერ წრეში ტრიალებს, პრეზიდენტი-მინისტრი-ოპოზიცია და გვგონია რომ რომელიმეს აქვს უნარი ან თუნდაც სურვილი ამ არსებული პრობლემის გადასაჭრელად...

"ცოცხების გაგრძელება", უფრო სწორად კი დასაწყისი. 
ანუ რატომ ვუყურებთ ამ ვიდეოებს ახლა. ვინ მოგვაწოდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დაწესებულებებში გადაღებული ვიდეობი ერთდროულად?
რა კავშირია აქვს ამ მოვლენებს 10 დღეში დაგეგმილ არჩევნებთან? 
მოახლოებულ არჩევნებზე სალვადორ დალის სურათი, გეოპოლიტიკური ბავშვი უყურებს ახალი ადამიანის დაბადებას გამახსენდა. სურათში სამი მთავარი პერსოანჟია, ზდასრული ადამიანი ბავშვთან ერთად, რომელიც როგროც ცნობილია სამხრერთ კავკასიაზეა მიუთითებს, (ვიკიპედიის ბმული იხილეთ აქ) და მეორე ზდასრული ადამინი რომელიც დაბადებისას, ამერიკის ტერიტორიიდან კვერსხის გამოტეყვას ცდილობს.

 აწ უკვე განვლილი მოკლე უახლესი ისტორიიდან გვახსოვს რომ საქართველოს ლიდერები ყოველთვის კარგად იწყებდნენ და ეს მღელვარებაც შეიძლება ეფექტური ტრამპლინი აღმოჩნდეს დამწყები პოლიტიკოსისთვის. 
 ამ პროცესების და მოსალოდნელი შედეგების დეტალურ განხილვას მიზანმიმართულად თავს ვარიდებ, ექსპერტები ბლომად გვყავს და ამ თემით სპეკულაციას მათ დავუთმობ.

მე კი იმაზე ვდარდობ რომ პოლიტიკური კულტურა, რომელიც თუ დასაწყისშივე არ გვქონდა, ათწლეულების განმავლობაში მაინც  უნდა გამოგვემუშავებინა ან სხვებისგან მაინც გვესწავლა,  მიუღწეველია.
მანამდე კი ამომრჩევლების ემოციებით თამაში და კარგად გადამალული ჯოკერები იქნება ჩვენი პოლიტიკის განმსაზრვრელი ფაქტორი. 
მე კი იმას ვისურვებდი რომ მსგავსი ტრაგედები ჩვენთვის მწარე გაკვეთილი მაინც იყო და არა არაჩევნების წინ კარგად დაგეგმილი პოლიტიკური სპექტაკლი, რომელიც ერთ ან მეორე პარტიას გაამარჯვებინებს. რადგან ყველგან და ყოველთვის ამომრჩეველს ხანმოკლე მეხსიერება აქვს და ჩვენსავე შეცდომებზე მაინც თუ არ ვისწავლეთ, იგივეს განმეორებისთვის ვართ განწირული