Wednesday, November 7, 2012

მეცნიერების და ტექნოლოგიის ჯგუფის წევრებს

 მეცნიერება და განსაკუთრებით კი მისი პროდუქტით - ტექნოლოგიით სარგებლობა ყველას გვიყვარს, ერთეული მცირე ეთნიკური ჯგუფების გამოკლებით როგორიცაა მაგალითად ამიშების ტომები (Amish), ძნელად თუ მოიძებნება ადამინი რომელიც ტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევებზე უარს იტყოდა. მსგავს პრობლემას საქართველოშიც ვხვდებით, როცა თანამედროვეობის კომფორტით სარგებლობას არ თმობენ და ამავდროულად ადამიანის წარმოშობის შესახებ არქაულ წარმოდგენებზეც არ ამობობენ უარს.
 მაგრამ სხვისი ნააზრევის და ნამუშევარის ცქერით, წაკითხვით და მოწონებით დამეთანხმეთ შორს ვერ წავალთ, თუ თავადაც არ მივიღებთ შექმნის პროცესში მონაწილეობა, მომხმარებლის სტატუსს ვერ გავცდებით.
 ჯგუფის სათაურიდან გამომდინარე, გასაგებია რა ინტერესებსაც ემსახურება და ის რომ მიზნად არ ისახავს სხვა სფეროების ჩართვას, მაგრამ ნასას და სხვა საინტერესო პოსტებთან ერთად, ვფიქრობ მნიშვნელოვანია იმ ელემენტარული სამეცნიერო მეთოდების პოპულარიზაცია რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. კამათი და სადავო საკითხების განხილვა პროგრესის აუცილებელი ნაწილია.

 ამჟამად ჯგუფში მყოფი 252 წევრიდან მხოლოდ 10% პროცენტი თუ აქტიურობს, ისიც ერთი ან ორი თემის ირგვლივ.
 უკანასკნელ დღეებში, ქართული პოლიტიკური რეალობა პირწიგნაკზეც პირდაპირ აისახა და საერთოდ გამიქრა სურვილი შემოვსულიყავი, სათაურების დონზეც აღარ მინდა ამ ამბების გაგება. ამ პოსტის დაწერა რადიოთავისუფლების რამოდენიმე სტატიამ გადამაწყვეტინა. კიდევ ერთხელ გამახსენდა რამდენად დაბალია სამოქალო საზოგადოების ცნობიერება ზოგადად მოსახლეობაში, ჩემში არსებული თვითცენზურა შეასუსტა და რაც ადრეც ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ ხმამაღლა არ მითქვამს ახლა დავაპირე გამეკეთებინა. თავიდან მხოლოდ რამოდენიმე ადამინისთვის ვაპირებდი მიწერას, მაგრამ გადავიფიქრე და იყოს ყველას სანახავად, თქვენც გეფიქრებათ ალბათ ამაზე და ვნახოთ სადამდე მივალთ.
 ახლახანს გააქტიურებული რელიგიური ფუნდამენტალიზმის პრობლემა პირველი არ ყოფილა და ალბათ არც უკანასკნელი იქნება. რელიგიური ფუნამენტალიზმი მხოლოდ  საქართველოს არ აწუხებს, უამრავ ქვეყანაში დგას იგივე პრობლემა მაგრამ რაღაც ტაქტიკა აქვთ შემუშავებული და მეტ-ნაკლები წარმატებით ამ თემებზე მსჯელობა მიმდინარეობს. აშშ-ში დასრულებული არჩევნებიც ამის აშკარა მაგალითია. მას-მედია და განსაკუთრებით კი ტელევიზია ამ მხრივ საქართველოში სტერილურია, კამათი ან ჯანსაღი მსჯელობის მოსმენა დიდი ფუფუნებაა, როგორც წესი სადავეები ავტორიტეტებს უპყრიათ ხელთ და არავინ ეკამათება.

თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის აქედან გამოსავალი ან არის თუ არა საჭირო რამე გამოსავლის ძიება საჭირო?